"აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე.
ლოკაცია: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო ფორმატი: ნახევრად დისტანციური (კვირაში ერთი დღე ადგილზე მოსვლით)
დასაქმება შესაძლებელია შეთავსებით, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
კომპანიის შესახებ - https://Abkhazia.gov.ge
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ორგანიზაციის საჭიროების შესაბამისად შესყიდვების პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და ადმინისტრირება;
** შესყიდვების განხორციელებისას მოქმედი კანონმდებლობისა და ორგანიზაციის შიდა პროცედურების დაცვა;
** ბაზრის კვლევის განხორციელება და შესაბამისი ინფორმაციის მოძიება/ანალიზი;
** პოტენციური მომწოდებლების მოძიება და მათი შემოთავაზების შესწავლა;
** მიღებული კომერციული შეთავაზებების შედარება, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
** მომწოდებელთან კომუნიკაცია და შესყიდვების პირობების შეთანხმებაში მონაწილეობა;
** ხელშეკრულებებისა და შესყიდვებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების მომზადებასა და ადმინისტრირებაში მონაწილეობა;
** გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი, მათ შორის, მოწოდების ვადებისა და პირობების კონტროლი;
** შესყიდვებთან დაკავშირებული მონაცემების აღრიცხვა;
** კომპეტენციის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სახელმწიფო შესყიდვებში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** საჯარო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
** პასუხისმგებლიანობა;
** კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირების უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** კონფიდენციალურობისა და პროფესიული ეთიკის დაცვა;
** დისტანციური მუშაობის ეფექტიანად განხორციელების უნარი.
ანაზღაურება: 1600 ლარი
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 5.09.2026 წელი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: infoabkhazia@gmail.com
|