Робота для біженців з України
შეფ-მზარეული - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეფ-მზარეული
მომწოდებელი: Greenwood Hotel
გამოქვეყნდა: 17 აგვისტო / ბოლო ვადა: 17 სექტემბერი
სასტუმრო "GreenWood" აცხადებს ვაკანსიას შეფ-მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი - სრული
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ბოტანიკური ბაღი, ბაღის I შესახვევი, N 3

ფუნქცია-მოვალეობები:

** ორგანიზაციული მიზნების გათვალისწინებით სამზარეულოს მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგია/მიზნების დასახვა, სამუშაო პროცესის, პროდუქტის გაუმჯობესებისა და მაღალი სტანდარტების დანერგვის მიზნით
** ბიზნესის წარმატებით ოპერირებისა და განვითარების მიზნით, მუდმივი ჩართულობა დასახული გეგმების შესრულებასა და ახალი პროდუქტების შემუშავებაში;
** სამზარეულოს ხარჯების კონტროლის უზრუნველყოფა;
** წარმოებისა და პროდუქტის ხარისხზე ზიანის მიყენების გარეშე, ხარჯების შემცირებაზე ზრუნვა;
** შემოსავლების ზრდაზე და მოგების მაქსიმიზაციაზე მუდმივი ზრუნვა
** გეგმური ინვენტარიზაციის ჩატარება, შედეგების ანალიზი და საჭიროებისამებრ შესაბამისი ზომის მიღება
** სამზარეულოს ტექნოლოგიური ბარათებისა და კალკულაციების შედგენა
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მომზადებული კერძის/ნახევარფაბრიკატის მონიტორინგი, შედგენილი ტექნოლოგიური ბარათების/კალკულაციების საფუძველზე
** კერძების ხარისხის მუდმივი კონტროლი და პერიოდულად შესაბამისი ზომის მიღება
** პერიოდული შემოწმებების განხორციელება სურსათის უვნებლობის/ჰასპის სტანდარტების შესაბამისად, კომპანიაში დადგენილი წესით.
** პერიოდული შემოწმებების განხორციელება საკვების ვარგისიანობის, ვადების, შენახვის პირობებისა და ტემპერატურის კუთხით

მოთხოვნები:

** სასურველია პროფესიული განათლება კულინარიის განხრით
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** სამზარეულოში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
** აღნიშნულ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** HACCP-ის სტანდარტების ცოდნა
** თანამშრომელს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, შრომისმოყვარეობა, მართვის/ლიდერობის უნარი, პრობლემების გადაჭრის უნარი, სერვისზე/მომსახურებაზე ორიენტირებული;

შერჩევის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა
** გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@greenwood.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "შეფ-მზარეული".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

"თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება შპს "გრინვუდ ჰოტელ".

გაცნობებთ, რომ შპს "გრინვუდ ჰოტელ"-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად.

განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით."

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე