Робота для біженців з України
უსაფრთხოების ოფიცერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების ოფიცერი
მომწოდებელი: Hampton by Hilton Batumi Center
გამოქვეყნდა: 17 აგვისტო / ბოლო ვადა: 17 სექტემბერი
"Hampton by Hilton Batumi Center" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე.

ჩვენ ვქმნით გარემოს რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე!

ამ პოზიციაში თქვენი ძირითადი როლი იქნება შენობა/ობიექტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ძირითადი მოვალეობები:

** შენობა/ობიექტების, საერთო სარგებლობის სივრცეებისა და გარე პერიმეტრის კონტროლი, კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** კომპანიის კუთვნილებაში არსებული ტერიტორიის პერიოდული შემოვლა/დათვალიერება;
** გამოავლინოს და აღმოფხვრას შემოწმების პროცესში აღმოჩენილი დარღვევების გამომწვევი მიზეზები; გაატაროს პრევენციული ღონისძიებები;
** იყოს პასუხისმგებელი სამუშაო პროცესში მიღებული და არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე;
** მოახდინოს კამერების მონიტორინგი;
** ნებისმიერ ფორს-მაჟორულ სიტუაციაში მოახდინოს სწრაფი რეაგირება და შესაბამის სამსახურებთან დაუყოვნებლივ დაკავშირება;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვა;
** ნომრებში სეიფის დაბლოკვის შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურების დაცვით, მისი გახსნის უზრუნველყოფა;
** სახანძრო განგაშის/ევაკუაციის შემთხვევაში, ევაკუაციის პროცესში აქტიური ჩართულობა, სტუმრებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან კოორდინაცია;
** შიდა წესების დარღვევის შემთხვევაში, შეადგინოს მოკლე და ზუსტი მოხსენება და ინფორმაცია გადასცეს უშუალო ხელმძღვანელს;
** უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის უშუალო დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ბათუმი, რუსთაველის #20
** სამუშაო განაკვეთი: 12 საათიანი ცვლა (კვირაში არაუმეტეს 40 საათი)
** ანაზღაურება: 1200 ლარი

გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:

** კვებით უზრუნველყოფა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa;
** 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე "არგო";
** ფასდაკლება რესტორან "არგო"-ში;
** 50%-იან ფასდაკლებას Hampton by Hilton Batumi Center -ში;
** დასაქმების შემდეგ თანამშრომლის შვილების ქართულ-ამერიკულ სკოლა "პროგრესში" ჩარიცხვის შემთხვევაში - 10%-იანი ფასდაკლება;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_kqctf/

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"Hampton by Hilton Batumi Center" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე