50 წელზე მეტი ისტორიის მქონე "Costa Coffee" მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანი ყავის სახლების ქსელია, რომელიც ამჟამად 50-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს.
ამ ეტაპზე ვეძებთ ბარისტას, რომელიც მზად იქნება გახდეს ჩვენი გუნდის ახალი, ენერგიული და შემოქმედებითი წევრი!
გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 8-საათიანი სამუშაო დღე, 1-საათიანი შესვენებით.
შენი მთავარი ამოცანები იქნება:
** ცხელი და ცივი სასმელების მომზადება "Costa"-ს სტანდარტებით
** სტუმრებისთვის სწორი პროდუქტის შერჩევაში დახმარება და მათთვის ყავის ჯადოსნური სამყაროს გაცნობა
** მეგობრული, სწრაფი და პროფესიონალური მომსახურება
** სალაროს ოპერაციების სიზუსტით შესრულება
** მარაგების კონტროლსა და შევსებაში მონაწილეობის მიღება
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და ჰიგიენის უზრუნველყოფა
რა გელოდება ჩვენთან?
** პროფესიული გადამზადება და ტრენინგები
** მეგობრული, მზარდი გუნდი
** გარემო, სადაც შენი იდეები და ენთუზიაზმი მნიშვნელოვანია
** საერთაშორისო ბრენდთან თანამშრომლობის გამოცდილება
შემოგვიერთდი, თუ:
** ფლობ ინგლისურ ენას საკომუნიკაციო დონეზე
** ხარ პასუხისმგებლობიანი, შრომისმოყვარე და პუნქტუალური
** გიყვარს გუნდური მუშაობა და ღია ხარ განვითარებისთვის
** სასურველია ბარისტას პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
დაინტერესების შემთხვევაში, ეწვიეთ ბმულს და შეავსეთ აპლიკაცია. https://costacoffee.selfrecruit.ge/s/wqH
|