"Selini" არის საავტომობილო ზეთების, ფილტრების, ავტოქიმიისა და აქსესუარების ერთ-ერთი მზარდი სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც საქართველოს მასშტაბით ამარაგებს პარტნიორ ობიექტებს.
გუნდის გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ საწყობის თანამშრომელს
სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქვიტირი)
დასაქმება: სრული განაკვეთი
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და დროულ ანაზღაურებას;
** სრულ განაკვეთზე დასაქმებას;
** მეგობრულ და ორგანიზებულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** გრძელვადიან თანამშრომლობას;
** კვირაში 5 სამუშაო დღე;
** ანაზღაურება: თვეში 1200 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** შეკვეთების ამოღება (კომპლექტაცია);
** პროდუქციის მიღება, გადმოტვირთვა და სწორად განთავსება;
** საქონლის დახარისხება, კოდირება და მარკირება;
** შეკვეთების მომზადება გასაგზავნად;
** საწყობში წესრიგისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
** საწყობის ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ფიზიკური დატვირთვით მუშაობის მზადყოფნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია, თუმცა არა სავალდებულო.
თუ ხარ შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობიანი და გსურს გახდე "SELINI"-ს გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე.
CV გამოაგზავნეთ: staffselectiongeo@gmail.com
სათაურში მიუთითეთ: "გაყიდვების აგენტი - ქუთაისი"
|