G&A Group არის ქართული კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს საკვები პროდუქტების წარმოების, ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის სფეროში. კომპანიის ბრენდებია "რერა", "ხინდა", "ნობათი", რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ მაღალი ხარისხის გაყინულ ნახევარფაბრიკატებს და სხვა პროდუქტებს.
G&A Group მუდმივად ზრუნავს ხარისხზე, ინოვაციებსა და განვითარებაზე, რის შედეგადაც მომხმარებლის ნდობასა და ბაზარზე მყარ პოზიციებს ინარჩუნებს.
თუ ეძებთ შესაძლებლობას, გახდეთ მზარდი, განვითარებაზე ორიენტირებული და წარმატებული გუნდის წევრი, შემოუერთდი ჩვენს გუნდს.
ფუნქცია- მოვალეობები:
** ქსელურ კლიენტებთან ურთიერთობის მართვა და განვითარება
** გაყიდვების გეგმის დაგეგმვა და შესრულების უზრუნველყოფა
** მოლაპარაკებების წარმოება (ფასი, აქციები, ასორტიმენტი, თარო)
** ნაშთის მართვა და ოპტიმალური მარაგის კონტროლი (Days of Stock)
** Out of Stock-ის მინიმიზაცია
** დაბრუნებების (Return) და ვადაგასული პროდუქციის კონტროლი
** SKU-ების მართვა (ასორტიმენტის გაფართოება / ოპტიმიზაცია)
** აქციებისა და პრომო აქტივობების დაგეგმვა და ანალიზი
** გაყიდვების და KPI-ების ანალიზი (Sales, OOS, Return, Margin)
** კონკურენტული გარემოს მონიტორინგი
** რეგულარული რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის/მენეჯმენტის მიმართულებით)
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან Key Account მართვის მიმართულებით (სასურველია FMCG სექტორში)
** მოლაპარაკებების და კომუნიკაციის ძლიერი უნარები
** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებთან მუშაობის უნარი
** შედეგზე ორიენტირებულობა
** MS Excel-ის ცოდნა
დამატებითი უპირატესობა:
** ქსელურ კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება
** FMCG ბაზრის ცოდნა
პირობები:
** კონკურენტული ანაზღაურება
** ბონუს სისტემა KPI-ების მიხედვით
** პროფესიული განვითარება
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
** ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ;
** კომპანია უზრუნველყოფს ერთჯერად კვებას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: hr@gagroup.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: Key Account Manager.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
G&AGroup ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
|