Робота для біженців з України
სუ შეფი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სუ შეფი
მომწოდებელი: ფუდ მენეჯმენტ გრუპი
გამოქვეყნდა: 15 აგვისტო / ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
"Food Management Group" 2012 წლიდან აწარმოებს და რეალიზაციას უწევს საკვებ პროდუქტებს. კომპანიას აქვს კორპორატიული კვების, ფურშეტების, ქეიტერინგის მიმართულებები და დღეისთვის, კვების მენეჯმენტის მხრივ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს ბაზარზე. Food Management Group 100-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. წამყვანი მენეჯერების მრავალწლიანი გამოცდილებისა და პროფესიონალთა ჯგუფის დახმარებით კომპანია ყოველწლიურად იზრდება და ნერგავს ქეითერინგის სტანდარტს.

"Food Management Group" აცხადებს ვაკანსიას სუ შეფის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:

** სამზარეულოს ყოველდღიური პროცესების მართვა და ზედამხედველობა შეფ-მზარეულთან ერთად და მისი არყოფნისას;
** კერძების მომზადების ხარისხისა და დადგენილი რეცეპტურის ზუსტი დაცვის კონტროლი;
** სამზარეულოს პერსონალის (მზარეულების, დამხმარეების) სამუშაო პროცესის კოორდინაცია და ეფექტური გადანაწილება;
** სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის (HACCP) სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა;
** ინგრედიენტების ხარჯვისა და დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანის კონტროლი;
** ახალი მენიუს შემუშავებასა და კერძების რეცეპტურის გაუმჯობესების პროცესში მონაწილეობა.

პიროვნული მახასიათებლები და მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება სუ შეფის ან წამყვანი მზარეულის პოზიციაზე;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობისა და მართვის უნარი;
** შრომისმოყვარეობა
** დროის ეფექტურად მართვა;
** ორგანიზებულობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@fmgroup.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე