Робота для біженців з України
ორსულთა კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ორსულთა კოორდინატორი
მომწოდებელი: ბარონ მედიქალი
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
რეპროდუქციული მედიცინის სააგენტო "BARON MEDICAL" აცხადებს ვაკანსიას ორსულთა კოორდინატორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო/უმაღლესი განათლება
** სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება
** აუცილებელია ინგლისური/რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** პაციენტის ვიზიტის გამართული პროცედურის უზრუნველყოფა
** პაციენტების მედიკამენტების კონტროლი
** ვიზიტების დაგეგმვა და ჩაწერა
** დაგეგმილ ვიზიტამდე პაციენტთან შეხმიანება, ვიზიტის შესახებ და ასევე ექიმის მიერ წინა ვიზიტზე შედგენილი კვლევების ჩატარების შეხსენება
** მუდმივი კონტაქტი პაციენტთან

უნარ-ჩვევები:

** პრეზენტაბელურობა
** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლიანობა
** სტრესული სიტუაციების მართვა
** დროის სწორი მენეჯმენტი

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 09:00-დან 17:00-მდე
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუბლიანას 13
** ანაზღაურება: 1500 ლარი

** სტაჟირების პერიოდი 1 თვე

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: secretarygeorgia@surmom.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე