Робота для біженців з України
პროდუქტის განვითარების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქტის განვითარების სპეციალისტი
მომწოდებელი: ქართული აგრო სახლი
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
სს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს. იგი ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა "პლანტა" და "ქართული მოსავალი".

სს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

მისამართი - დავით აღმაშენებლის ხეივანი N230
სამუშაო საათები - სტანდარტულად, კვირაში 40 საათი (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 9:00 - 18:00)
ანაზღაურება: 2000 ლარი NET

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქტის განვითარების პროცესში მონაწილეობა - კონცეფციიდან ბაზარზე დანერგვამდე.
** პროდუქტის განვითარების პროექტების კოორდინაცია და პროგრესის მონიტორინგი.
** მარკეტინგის, გაყიდვების, წარმოების და სხვა დეპარტამენტებთან ეფექტიანი თანამშრომლობა.
** მომწოდებლებთან, პარტნიორებთან და ქსელებთან კომუნიკაცია პროექტების ფარგლებში.
** პროდუქტის ტექნიკური დოკუმენტაციისა და მონაცემების მართვა 1C ERP სისტემაში.
** ახალი პროდუქტების, ნედლეულის, შეფუთვისა და ეტიკეტირების ტესტირებასა და შეფასებაში მონაწილეობა.
** პროდუქტის შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ რეგულაციებთან და ხარისხის სტანდარტებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით.
** სასურველია გამოცდილება FMCG ან წარმოების სექტორში.
** MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა; 1C ERP-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ფასდაკლება ჩვენს პროდუქციაზე;
** პერიოდული საჩუქრები და სხვადასხვა აქტივობები კომპანიისგან.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@gah.ge და ელ.ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: განაცხადის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის (რეზიუმეს) შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას საქართველოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის მიზნით და არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი თანხმობის გარეშე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე