Робота для біженців з України
საწყობის ზედამხედველი მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ზედამხედველი მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის ზედამხედველი მენეჯერის პოზიციაზე.

სამშენებლო-სარემონტო მასალების საბითუმო საწყობი/მაღაზია ეძებს პასუხისმგებლობიან, ორგანიზებულ და მოტივირებულ თანამშრომელს.

ძირითადი მოვალეობები:

** მოქმედ მენეჯერთან ერთად საწყობის ყოველდღიური სამუშაო პროცესის ორგანიზება და კოორდინაცია;
** პროდუქციის მიღების, დასაწყობებისა და გაცემის პროცესების ზედამხედველობა;
** მომხმარებლების მიერ შეძენილი პროდუქციის დაკომპლექტებისა და დატვირთვის პროცესის ორგანიზება და კონტროლი;
** დატვირთული პროდუქციის შესაბამისობის კონტროლი სასაქონლო ზედნადებებსა და სხვა თანმხლებ დოკუმენტაციასთან;
** საწყობის თანამშრომლების სამუშაოს განაწილება, კოორდინაცია და შესრულების კონტროლი;
** საწყობში პროდუქციის სწორად განთავსებისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
** ინვენტარიზაციის პროცესებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საწყობის მენეჯერის/ზედამხედველის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სამშენებლო-სარემონტო მასალების საწყობში მუშაობის გამოცდილება და პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაციისა და სამუშაო პროცესის კოორდინაციის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდუბე
** ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების მიხედვით.

კანდიდატებს ვთხოვთ, CV-ის გამოგზავნისას მიუთითონ მათთვის სასურველი ანაზღაურების ოდენობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: cristaltd9@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე