Робота для біженців з України
მოლარე, ოქროს ექსპერტ-შემფასებელი - თბილისი, ბათუმი, მარნეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე, ოქროს ექსპერტ-შემფასებელი
მომწოდებელი: ლიდერ კრედიტი
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლიდერ კრედიტი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე. კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 43 ფილიალს და 400-მდე თანამშრომელს. შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპეტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს!

შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე, ოქროს ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე ბათუმში, თბილისსა და მარნეულში.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დრო: 09:30-18:30, ცვლიანობის გრაფიკით, კვირაში არაუმეტეს 40 სამუშაო საათისა, კვირაში 2 ან 3 დასვენების დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული 1150-1400 + ბონუსი.

ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს:

** ძვირფასი ლითონების შეფასების სპეციფიკის ცოდნით, გამოცდილებით ან/და შესაბამისი სერტიფიკატით;
** ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილებით;
** საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილებით;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარით;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** დამარწმუნებელი, გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარით;
** გუნდურს;
** უმაღლესი განათლებით ან სტუდენტს, სასურველია საბანკო, საფინანსო ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ნაღდ ფულთან დაკავშირებული სალარო ოპერაციების წარმოება;
** მომხმარებლისთვის სწრაფი და ეფექტური მომსახურება;
** ძვირფასი ლითონების მიღება, შეფასება;
** სალომბარდე სესხის გაცემა;

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://leadercredit.selfrecruit.ge/s/Fxj3D
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე