იწყებ კარიერას? გახდი წარმოების სტაჟიორი "Blue Waters"-ში!
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: Blue Waters
გაინტერესებს, როგორ იქმნება პროდუქტი რეალურად და გინდა თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობა ისწავლო? Blue Waters ეძებს 2 მოტივირებულ სტაჟიორს წარმოების გუნდში!
ჩვენ არ მოვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას — მთავარია გქონდეს ინტერესი, ენერგია და სურვილი, შეისწავლო საწარმოო პროცესები პრაქტიკაში.
რას გააკეთებ სტაჟირების პროცესში:
** ისწავლი და დაეხმარები: ჩაერთვები აწყობის სპეციალისტების ყოველდღიურ საქმიანობაში.
** იმუშავებ ტექნოლოგიებთან: მიიღებ მონაწილეობას CNC დანადგარით ლისტების დაჭრისა და დამუშავების პროცესში.
** გაეცნობი საწარმოო რიტმს: მხარს დაუჭერ საწარმოო და სასაწყობე პროცესებს უშუალოდ ადგილზე.
რა ცოდნას, გამოცდილებას მიიღებ:
** შეიძენ პრაქტიკულ ცოდნას ბიოგამწმენდი დანადგარების საწარმოო ციკლზე.
** ისწავლი CNC დანადგარის ოპერირებასა და მართვას.
** წარმატებული სტაჟირების შემთხვევაში, განიხილება წარმოებაში დასაქმების პერსპექტივა!
პირობები, რომელსაც გთავაზობთ:
** ხანგრძლივობა: 3 თვე
** სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი (დღეში 4 საათი), ორშაბათი - პარასკევი
** ცვლები (არჩევით): I ცვლა (09:00 - 13:00) ან II ცვლა (14:00 - 18:00)
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ლილოს დასახლება
** ანაზღაურება: ფიქსირებული 450 ₾ + ბონუსი (საშუალოდ 200 ₾)
** ვაკანტური ადგილები: 2
მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის?
გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და დაიწყე პროფესიული ზრდა ჩვენთან ერთად!
გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/ProductionIntern/
აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
|