Робота для біженців з України
ფინანსური დირექტორი - უზბეკეთი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური დირექტორი
მომწოდებელი: საერთაშორისო კომპანია
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
საერთაშორისო კომპანია, რომელიც საქმიანობს სამედიცინო სფეროში, ეძებს გამოცდილ ფინანსურ დირექტორს (CFO), რომელიც უხელმძღვანელებს კომპანიის ფინანსურ მიმართულებას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მისი შემდგომი განვითარებისა და ზრდის პროცესში.

სამუშაო ადგილი: უზბეკეთი (ტაშკენტი)
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: აშშ დოლარში მაღალი (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)

ძირითადი მოვალეობები

** კომპანიის ფინანსური, საბუღალტრო, საბიუჯეტო და ანგარიშგების მიმართულებების ხელმძღვანელობა;
** ფინანსური გეგმების, ბიუჯეტების, პროგნოზებისა და მენეჯმენტისთვის განკუთვნილი ანგარიშების მომზადება და კონტროლი;
** ფინანსური ანგარიშგების დროული და ხარისხიანი მომზადების უზრუნველყოფა;
** ფინანსური აღრიცხვის, ასევე თვისა და წლის დახურვის პროცესების მართვა;
** ფინანსური მოდელების მომზადება და მენეჯმენტის გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად ფინანსური ანალიზის განხორციელება;
** ფულადი ნაკადების, საბრუნავი კაპიტალის, დაფინანსებისა და კომპანიის ფინანსური შედეგების მართვა;
** საინვესტიციო ანალიზის, ბიზნეს დაგეგმვისა და კორპორაციული ფინანსების სხვა მიმართულებების მხარდაჭერა;
** ეფექტიანი შიდა კონტროლის სისტემების უზრუნველყოფა და ფინანსური ინფორმაციის სიზუსტის კონტროლი;
** აუდიტორებთან, ბანკებთან, აქციონერებთან და სხვა გარე პარტნიორებთან ურთიერთობა;
** უმაღლესი მენეჯმენტისთვის ფინანსური რეკომენდაციების მომზადება და კომპანიის სტრატეგიულ განვითარებაში მონაწილეობა.

განათლება და პროფესიული გამოცდილება

** ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ბიზნესის, ეკონომიკის, ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის ან სხვა შესაბამის მიმართულებაში;
** მაღალ ფინანსურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; სასურველია CFO-ის, ფინანსური დირექტორის ან ფინანსების ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** IFRS-ის ცოდნა;
** კორპორაციული ფინანსების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების მაღალ დონეზე ცოდნა;
** შიდა კონტროლისა და ფინანსური მართვის პროცესების კარგი ცოდნა;
** რუსული ენის ძალიან კარგი ცოდნა.

სამედიცინო, ჯანდაცვის, ლაბორატორიულ, ფარმაცევტულ ან მომიჯნავე სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პროფესიული და მენეჯერული უნარები

** ძლიერი ფინანსური ანალიზის, ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და ფინანსური მოდელირების უნარები;
** კომპანიის ფინანსური შედეგების ანალიზისა და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების ეფექტიანად მართვის უნარი;
** ბიზნესისა და ფინანსური რისკების შეფასებისა და მართვის უნარი;
** ფულადი ნაკადებისა და საბრუნავი კაპიტალის ეფექტიანად მართვის უნარი;
** მაღალი დონის ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
** მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებისა და მენეჯმენტისთვის მკაფიო ფინანსური რეკომენდაციების წარდგენის უნარი;
** ძლიერი ლიდერული და გუნდის მართვის უნარები;
** რამდენიმე პრიორიტეტის ერთდროულად ეფექტიანად მართვისა და ვადების დაცვის უნარი;
** ძლიერი ორგანიზაციული და საკომუნიკაციო უნარები;
** აუდიტორებთან, ბანკებთან, აქციონერებთან და სხვა პარტნიორებთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** უმაღლეს მენეჯმენტთან ეფექტიანად თანამშრომლობისა და კომპანიის ფინანსურ მიმართულებაზე სრული პასუხისმგებლობის აღების უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@keystone.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება. გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე