Робота для біженців з України
უნივერსალური მოლარე-შემფასებლის სტაჟირების პროგრამა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უნივერსალური მოლარე-შემფასებლის სტაჟირების პროგრამა
მომწოდებელი: scapp
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარე-შემფასებლის სტაჟირების პროგრამაზე (შემდგომი დასაქმების პერსპექტივით) ქ. თბილისში;

სტაჟირების ფარგლებში კანდიდატი დაეუფლება ერთ-ერთ მოთხოვნად პროფესიას და შეისწავლის:

** ოქროს (ძვირფასი ლითონების) შეფასებას;
** ოქროთი უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულების გაფორმებას;
** ფულის ნიშნებსა და ნაღდი ფულით საბანკო ოპერაციების წარმოებას;
** ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოებას;
** საკრედიტო დეპარტამენტთან კომუნიკაციას;
** სასესხო ხელშეკრულების გაფორმებას;
** სალაროს ფულადი სახსრების მართვასა და კონტროლს;
** ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნის პროცედურებს;
** მომხმარებლის ხარისხიან, სწრაფ და კვალიფიციურ მომსახურებას;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სალაროში მუშაობის გამოცდილება (ბანკი, მაღაზია) ჩაითვლება უპირატესობად;

სხვა მოთხოვნები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალურობა;

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი;
** სტაჟირების ვადა: - 1 თვე;
** ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში 250 ლარი, შემდეგ საშუალოდ 1000+1300 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა;

შეავსეთ აპლიკაცია ან ატვირთეთ რეზიუმე (CV)

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://scapp.selfrecruit.ge/s/L1Rh
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე