|
დასახელება:
კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
საერთაშორისო კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
|
საერთაშორისო კომპანია აცხადებს ვაკანსიას კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
პოზიციის მიზანი
ლაბორატორიის ეფექტური, სტაბილური და მაღალი ხარისხის ფუნქციონირების უზრუნველყოფა; კლინიკური შედეგების სანდოობის კონტროლი; პროცესების ოპტიმიზაცია და გუნდის მართვა.
სამუშაო ადგილი: უზბეკეთი (ტაშკენტი)
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: აშშ დოლარში მაღალი (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)
ძირითადი მოთხოვნები
** ≥5 წელი კლინიკურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში;
** სასურველია ხელმძღვანელ ან უფროს სპეციალისტის პოზიციაზე;
** გამოცდილება კერძო და/ან მრავალპროფილურ საავადმყოფოში;
** თანამედროვე ლაბორატორიული ანალიზატორების (ჰემატოლოგია, ბიოქიმია) სრულყოფილი ცოდნა;
** კალიბრაციის, QC/QA სისტემების პრაქტიკული მართვა;
** ლაბორატორიული საინფორმაციო სისტემების (LIS) გამოყენება/დანერგვა;
** პრეანალიტიკური, ანალიტიკური და პოსტანალიტიკური ეტაპების კონტროლი;
** გარე ხარისხის პროგრამებში (EQAS/RIQAS) მონაწილეობის გამოცდილება;
** ლაბორატორიის აკრედიტაციისა და რეგულაციების ცოდნა;
** ლაბორატორიის ყოველდღიური ოპერაციების მართვა;
** ხარისხის კონტროლის სისტემის ზედამხედველობა;
** კრიტიკული ლაბორატორიული შეცდომების მართვა;
** კლინიკურ დეპარტამენტებთან კოორდინაცია;
** ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯების ოპტიმიზაცია;
** პერსონალის შერჩევა, შეფასება და განვითარება;
** ახალი მეთოდების/ტექნოლოგიების დანერგვა;
** აუცილებელია რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა.
მენეჯერული და ანალიტიკური უნარები
** რესურსების ოპტიმიზაცია (რეაგენტები, დრო, პერსონალი)
** გადაწყვეტილებების მიღება კრიტიკულ სიტუაციებში
** კლინიცისტებთან პროფესიული კომუნიკაცია და პოზიციის დაცვა
** პროცესების ანალიზი და გაუმჯობესება
** გუნდის მართვა და განვითარების უზრუნველყოფა
დამატებითი უპირატესობები
** ინგლისური ენა (ტექნიკური დოკუმენტაციის დონეზე)
** ISO 15189 ან მსგავსი სტანდარტების გამოცდილება
** აუდიტებში მონაწილეობის გამოცდილება
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@keystone.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება. გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|