სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას კონტაქტ ცენტრის სპეციალისტის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შემოსულ ზარებზე დროული და ადეკვატური რეაგირება: არსებული და პოტენციური კლიენტების შეკითხვებზე ამომწურავი პასუხების გაცემა; პრობლემების იდენტიფიცირება, ანალიზი და მომხმარებლისთვის დახმარების გაწევა; საჭიროების შემთხვევაში ზარის გადამისამართება;
** კონტაქტ ცენტრის შეუფერხებლად/გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად ნებისმიერი ტიპის პრობლემის შესახებ უფროსის ოპერატიულად ინფორმირება;
** შემოსულ ტექსტურ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;
** სხვა საინფორმაციო მომსახურება, რომელიც სამუშაო პროცესთან არის დაკავშირებული.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
სხვა მოთხოვნები:
** გამართული მეტყველება;
** ემოციური მდგრადობა (გაწონასწორებულობა);
** სისხარტე მუშაობაში;
** ორგანიზებულობა.
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი: მცოცავი გრაფიკი;
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ან გამოაგზავნეთ რეზიუმე.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://scapp.selfrecruit.ge/s/LHe3
|