Робота для біженців з України
ჯგუფის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: ელმონტაჟი
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
კომპანია "ელმონტაჟი" აცხადებს ვაკანსიას ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვანის ქ. 5
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, 09:00-18:00 სთ
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა
ანაზღაურება: გამოცდილების გათვალისწინებით

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის სამუშაოების განაწილება და შესრულების პროცესის ორგანიზება;
** ობიექტზე ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების კოორდინაცია და კონტროლი;
** ტექნიკური დოკუმენტაციისა და საპროექტო მოთხოვნების შესაბამისი სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფა;
** შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და დადგენილი ვადების კონტროლი;
** ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების ტექნიკური ნორმებისა და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა;
** სამუშაოებისთვის საჭირო მასალების, ხელსაწყოებისა და სხვა რესურსების საჭიროების განსაზღვრა და დროული მოთხოვნის უზრუნველყოფა;
** სამუშაო პროცესში წარმოშობილი ტექნიკური საკითხებისა და შეფერხებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პირის დროული ინფორმირება;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციისა და ანგარიშგების წარდგენა პროექტის კოორდინატორისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება:

** სასურველია პროფესიული ან ტექნიკური განათლება ელექტრო მიმართულებით;
** ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების უსაფრთხოების წესებისა და ტექნიკური ექსპლუატაციის ნორმების ცოდნა.

გამოცდილება:

** ელექტრო-სამონტაჟო მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლის გამოცდილება;
** სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელობის ან კოორდინაციის გამოცდილება;
** ელექტრო მოწყობილობებისა და სისტემების მონტაჟის პრაქტიკული გამოცდილება.

უნარები:

** გუნდის მართვისა და სამუშაოების ეფექტურად ორგანიზების უნარი;
** ტექნიკური აზროვნება და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღებისა და პროცესების მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** კარიერული ზრდისა და დაწინაურების შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე Hr@elmontage.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ჯგუფის უფროსი".

რეზიუმეს გაგზავნით ეთანხმებით, რომ კომპანია "ელმონტაჟი"-მა დაამუშაოს თქვენი მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში, მესამე მხარეს გადასცეს თქვენი მონაცემები, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და მხოლოდ დასაქმების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე