რესტორანი "იაკობის ეზო" აცხადებს ვაკანსიას შეფ დე პარტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
** მართოს მის დაქვემდებარებაში არსებული სამზარეულოს სექცია.
** უზრუნველყოს კერძების დროული, ხარისხიანი და სტანდარტების შესაბამისი მომზადება.
** აკონტროლოს კერძების გემო, ვიზუალი, პორციონირება და ტემპერატურა.
** დაგეგმოს და ორგანიზება გაუწიოს სექციის ყოველდღიურ სამუშაო პროცესს.
** გადაანაწილოს მოვალეობები კომი შეფებსა და დემი შეფებს შორის.
** უზრუნველყოს ახალი თანამშრომლების სწავლება, ადაპტაცია და პროფესიული განვითარება.
** აკონტროლოს ნედლეულის ხარისხი, რაოდენობა და შენახვის პირობები.
** უზრუნველყოს FIFO (First In, First Out) და FEFO (First Expired, First Out) პრინციპების დაცვა.
** აკონტროლოს პროდუქციის დანაკარგები და უზრუნველყოს ნედლეულის ეფექტური გამოყენება.
** მონაწილეობა მიიღოს ინვენტარიზაციაში და მარაგების კონტროლში.
** დროულად აცნობოს ხელმძღვანელს პროდუქციის დეფიციტის ან ტექნიკური გაუმართაობის შესახებ.
** დაიცვას HACCP-ის, სურსათის უვნებლობისა და შრომის უსაფრთხოების ყველა მოთხოვნა.
** უზრუნველყოს სამუშაო ადგილის, ინვენტარისა და აღჭურვილობის სისუფთავე.
** ითანამშრომლოს სამზარეულოსა და რესტორნის სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური მომსახურების უზრუნველსაყოფად.
პასუხისმგებლობები
** სექციის მუშაობის უწყვეტ და ეფექტიან ფუნქციონირებაზე.
** კერძების ხარისხის, სტანდარტებისა და პრეზენტაციის დაცვაზე.
** დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლზე.
** პროდუქციის რაციონალურ გამოყენებასა და დანაკარგების შემცირებაზე.
** სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და HACCP-ის მოთხოვნების შესრულებაზე.
** სამზარეულოს ინვენტარისა და ტექნიკის უსაფრთხო გამოყენებაზე.
აუცილებელი უნარები
** ლიდერული და ორგანიზაციული უნარები.
** გუნდის მართვის გამოცდილება.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
** დროის მართვის უნარი.
** კომუნიკაციისა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი.
** პროფესიული ეთიკისა და დისციპლინის დაცვა.
სამუშაო პირობები
** ცვლებში მუშაობა, მათ შორის შაბათ-კვირასა და ოფიციალურ დასვენების დღეებში საჭიროების შემთხვევაში.
** სასტუმროს უნიფორმისა და პირადი ჰიგიენის სტანდარტების სავალდებულო დაცვა.
** შრომის უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის წესების სრული დაცვა.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, იაკობ ნიკოლაძის 12
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@artizanhotels.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე 599137727
გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება რესტორანი "იაკობის ეზო"
გაცნობებთ, რომ რესტორანი "იაკობის ეზოს "-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად.
განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.
|