|
დასახელება:
დემი შეფი
|
| მომწოდებელი:
იაკობის ეზო
|
|
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
|
რესტორანი "იაკობის ეზო" აცხადებს ვაკანსიას დემი შეფის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
საკვების მომზადება და წარმოება
** კერძების მომზადება დადგენილი რეცეპტებისა და სტანდარტების შესაბამისად;
** ინგრედიენტების წინასწარი მომზადება (mise en place);
** პროდუქტების სწორად დამუშავება, დაჭრა, მომზადება და შენახვა;
** პასუხისმგებელ შეფთან შეთანხმებით სამუშაო პროცესის შესრულება;
** კერძების ხარისხის, ვიზუალური იერსახისა და ულუფების კონტროლი.
სამზარეულოს ოპერაციების მხარდაჭერა
** შეფისა და სოუს შეფის დავალებების შესრულება;
** კონკრეტულ სამზარეულოს სექციაში დახმარება (ცხელი/ცივი სამზარეულო, გრილი, დესერტი და ა.შ.);
** დატვირთულ საათებში სწრაფი და ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა;
** შეკვეთების დროულად და სწორად მომზადებაში მონაწილეობა.
ხარისხისა და სტანდარტების დაცვა
** სასტუმროს კულინარიული სტანდარტების დაცვა;
** კერძების გემოს, ტემპერატურისა და პრეზენტაციის კონტროლი;
** საკვები პროდუქტების ნარჩენების შემცირება;
** HACCP-ისა და სურსათის უსაფრთხოების წესების დაცვა.
ჰიგიენა და უსაფრთხოება
** სამუშაო ადგილის სისუფთავის მუდმივი კონტროლი;
** სამზარეულოს ინვენტარისა და ტექნიკის სწორად გამოყენება;
** სანიტარული ნორმების დაცვა;
** პროდუქციის შენახვის ვადებისა და ტემპერატურული რეჟიმების კონტროლში მონაწილეობა.
გუნდური მუშაობა
** სამზარეულოს გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა;
** კომუნიკაცია მიმტანებთან და სხვა დეპარტამენტებთან საჭიროების შემთხვევაში;
** ახალი თანამშრომლებისთვის სამუშაო პროცესის გაცნობაში დახმარება;
** პროფესიული განვითარების სურვილი და ახალი ტექნიკების სწავლა.
მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:
აუცილებელი:
** სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული კულინარიული ცოდნა;
** სისუფთავისა და ორგანიზებულობის მაღალი სტანდარტი;
** სწრაფ ტემპში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სასურველი:
** სასტუმროს ან მაღალი კლასის რესტორანში მუშაობის გამოცდილება;
** HACCP სტანდარტების ცოდნა;
** სხვადასხვა სამზარეულოს მიმართულების ცოდნა;
** ინგლისური ან სხვა უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა).
პიროვნული თვისებები:
** დისციპლინირებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდური მოთამაშე;
** სწავლისა და განვითარების მოტივაცია;
** კრეატიული მიდგომა კულინარიაში.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, იაკობ ნიკოლაძის 12
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@artizanhotels.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე 599137727
გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება რესტორანი "იაკობის ეზო"
გაცნობებთ, რომ რესტორანი "იაკობის ეზოს "-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად.
განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.
|
|
|
|