Робота для біженців з України
სერვის ცენტრის ტექნიკის მენეჯერის ასისტენტი/ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვის ცენტრის ტექნიკის მენეჯერის ასისტენტი/ოპერატორი
მომწოდებელი: Vestel
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
"VESTEL"-ის სერვის ცენტრი ეძებს ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც აქტიურად იქნება ჩართული სერვის ცენტრის ყოველდღიურ ოპერაციებსა და ტექნიკური ჯგუფის მართვაში.

სამუშაო ადგილი: თბილისი წერეთელი
პოზიცია: სერვის ცენტრის ტექნიკის მენეჯერის ასისტენტი/ოპერატორი

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაო სივრცეში სამუშაოს დაწყებამდე მინიმუმ 5 წუთით ადრე გამოცხადება;
** სერვის ცენტრის მიმდინარე პროცესებში აქტიური ჩართულობა;
** ტექნიკური ჯგუფის მართვაში მონაწილეობა — ფუნქციების განაწილება, დისციპლინისა და დატვირთულობის კონტროლი;
** სამუშაო გეგმებისა და სერვისის პროცესების კონტროლი;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების ჯგუფთან კოორდინირებული მუშაობა და შეფერხებების შესახებ დროული ინფორმირება;
** სერვისის ხელმძღვანელთან მუდმივი კომუნიკაცია და მიმდინარე პროცესების შესახებ ანგარიშგება;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან ვიზიტი და სიტუაციის შეფასება;
** მომსახურების ხარისხის კონტროლი და პროდუქციის მომხმარებლისთვის სათანადო მდგომარეობაში დაბრუნების უზრუნველყოფა;
** თანამშრომლების სამუშაო დროის ადმინისტრირება და კონტროლი;
** სერვის-ოპერაციების სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;
** მონაცემთა ბაზებისა და სერვისთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** ყოველდღიური რეპორტების მომზადება და ბუღალტერიისთვის გაგზავნა;
** არასტანდარტული ოპერაციების შესაბამისი დოკუმენტაციისა და ფინანსური ინფორმაციის დროული მიწოდება;
** მენეჯმენტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების დროული კომუნიკაცია;
** სერვის ცენტრში არსებული ნივთებისა და ინვენტარის კონტროლი;
** HR მენეჯერისთვის ყოველთვიური რეპორტინგის მომზადება;
** სერვის ცენტრის ოპერატორის სამუშაო პროცესის შეფასება და უკუკავშირის მიწოდება;
** სერვისის პერსონალის მივლინებების დაგეგმვაში მონაწილეობა;
** დასუფთავების სტანდარტებისა და შესაბამისი პერსონალის სამუშაო დროის კონტროლი;
** კომპანიის შინაგანაწესისა და კონფიდენციალურობის დაცვა.

სამუშაო გამოცდილება:

** უმცროსი მენეჯერის ან ასისტენტის პოზიციაზე მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** სერვისის ან მენეჯმენტის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

განათლება: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან შესაბამისი მიმართულებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

** ანალიტიკური აზროვნება
** გუნდის მართვის უნარი
** დროის ეფექტური მართვა
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სანდოობა და სამართლიანობა
** შრომის მაღალი კულტურა
** შედეგზე და განვითარებაზე ორიენტირებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** თურქულის და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა — სავალდებულოა
** სერვისის სტანდარტების ცოდნა;
** მენეჯმენტის სისტემების ცოდნა — სასურველია;
** Microsoft Word და Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: hr@mateks.ge და მიუთითეთ პოზიცია: "სერვის ცენტრის ტექნიკის მენეჯერის ასისტენტი/ოპერატორი".

#VESTEL #ვაკანსია #სერვისცენტრი #მენეჯერი #ოპერატორი #დასაქმება #თბილისი #კარიერა
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე