საიუველირო ბრენდი "ეშვი" აცხადებს ვაკანსიას სერვის ლიდერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
** ფილიალის საოპერაციო მართვა - ყოველდღიური პროცესების, მომსახურებისა და სავაჭრო საქმიანობის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** თანამშრომლების მართვა - სამუშაოს გადანაწილება, გრაფიკებისა და ცვლების დაგეგმვა, შესრულების კონტროლი, შერჩევა, ადაპტაცია და ტრენინგი;
** სალარო და გაყიდვები - სალარო ოპერაციების, გაყიდვებისა და შესაბამისი რეპორტინგის კონტროლი;
** მარაგები და მერჩენდაიზინგი - მარაგების, პროდუქციის მიღების, ინვენტარიზაციისა და პროდუქციის მერჩენდაიზინგის კონტროლი;
** მომხმარებელთა მომსახურება - მომსახურების სტანდარტების დაცვა, მომხმარებელთა კონსულტაცია და კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა;
** ფილიალის შიდა საკითხები - ტექნიკური, სანიტარიულ-ჰიგიენური და სხვა საოპერაციო საკითხების კონტროლი და დროული რეაგირება;
** მენეჯმენტთან თანამშრომლობა - მენეჯმენტის დავალებების დროული შესრულება, მიმდინარე საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება და რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** სავალდებულოა მსგავს სფეროსა და პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სავალდებულოა სალაროსთან/საბანკო ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ფლობა
პიროვნული მახასიათებლები:
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ინფორმაციის სწრაფი და ხარისხიანი ათვისების უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებული.
დეტალები ვაკანსიის შესახებ:
** ფიქსირებული ანაზღაურება
** 40 საათიანი გრაფიკი, 5 დღე - I ცვლა - 10:00-16:00; II ცვლა - 16:00-22:00 დარჩენილი საათების საჭიროებისამებრ გადანაწილება
** დაგხვდებათ კომფორტული სამუშაო გარემო, სასიამოვნო და პოზიტიური გუნდი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე: info@eshvi.co.uk
|