Робота для біженців з України
საწყობის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი: Vestel
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
"VESTEL"-ის გუნდი ეძებს ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ საწყობის ოპერატორს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთელი

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაოს დაწყებამდე მინიმუმ 5 წუთით ადრე ფილიალში გამოცხადება;
** კომპანიის უნიფორმის მოწესრიგებულად ტარება;
** ყოველდღიური რეპორტების მომზადება და გაგზავნა დილის 10:00 საათამდე;
** პროგრამაში ზედნადებების გამოწერა და შესაბამისი ოპერაციების განხორციელება;
** სადილერო და ონლაინ რეალიზაციის, მაღაზიებს შორის პროდუქციის გადაადგილებისა და საცალო გაყიდვების ოპერაციების მართვა;
** შემოსული და გასული პროდუქციის Excel-ის ცხრილებში ასახვა;
** საწყობის აღწერებში მონაწილეობა და ფაქტობრივი მარაგების პროგრამულ სტოკებთან შედარება;
** ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული ინფორმაციის დამუშავება და შესაბამის ადრესატებთან გადაგზავნა;
** მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაცია და პრობლემების მოგვარებაში დახმარება;
** ფილიალებთან, სადილერო გაყიდვების წარმომადგენლებთან და ბუღალტერიის დეპარტამენტთან ეფექტური თანამშრომლობა;
** პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მუდმივი გადამოწმება;
** კომპანიის შინაგანაწესისა და კონფიდენციალურობის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ოპერატორის პოზიციაზე მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** კლიენტებთან ურთიერთობისა და მომსახურების სფეროში გამოცდილება;
** RS.ge-სთან მუშაობის გამოცდილება;
** Infinaty-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Word და Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** ეფექტური და დამაჯერებელი კომუნიკაცია;
** დროის მართვისა და ორგანიზების უნარი;
** პრობლემური სიტუაციების მართვა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ოპერატიულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** განვითარებაზე ორიენტირებული დამოკიდებულება

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: hr@mateks.ge და მიუთითეთ პოზიცია: "საწყობის ოპერატორი".

#VESTEL #ვაკანსია #საწყობისოპერატორი #დასაქმება #თბილისი #კარიერა #სამსახური
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე