Робота для біженців з України
მომსახურებისა და კონსულტაციის სპეციალისტი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომსახურებისა და კონსულტაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: საგანმანათლებლო რესურსები
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
შპს "საგანმანათლებლო რესურსები" არის კომპანია, რომლის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს საგანმანათლებლო სისტემის საგანმანათლებლო რესურსებით და ინვენტარით, მათ შორის, საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ფორმებითა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა.

შპს "საგანმანათლებლო რესურსები" აცხადებს ვაკანსიას მომსახურებისა და კონსულტაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურება - 1100 ლარი (ხელზე ასაღები), ჯანმრთელობის დაზღვევა სურვილის შემთხვევაში;
** სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 დღე, ცვლებში (8-საათიანი ცვლა დღის მანძილზე);
** დასვენების დღეები - კვირაში 2 დღე;
** ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში 24 სამუშაო დღე.

მდებარეობა: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
** სარეალიზაციო სივრცის მოწესრიგება;
** პროდუქციის მიღება-დასაწყობება, რეალიზაცია;
** პროდუქციის გაყიდვაზე მაქსიმალური ზრუნვა.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** ტექნიკურ მოწყობილობებთან (პადი, POS-ტერმინალი და სხვა შესაბამისი მოწყობილობები) მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გაყიდვებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კეთილსინდისიერება.

ელფოსტა: tzatikashvili@edures.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე