"Foresight FX" (FXHUB.GE) აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მოლარე-ოპერატორი.
ლოკაცია: ა. პუშკინის ქ. 6, თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 2 ვაკანტური პოზიცია — საღამოს მოლარე და ღამის მოლარე
კომპანიის შესახებ:
"Foresight FX" წარმოადგენს "Foresight ჯგუფის" წევრ კომპანიას, რომელიც რეგისტრირებულია ეროვნული ბანკის მიერ. კომპანია ეწევა ვალუტის გაცვლას როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ფორმით. fxhub.ge წარმოადგენს კომპანიის 24/7 ონლაინ პლატფორმას, რომელიც გამოირჩევა სანდოობითა და სისწრაფეზე ორიენტირებული სერვისით. გუნდის გაფართოების ფარგლებში ვეძებთ მოლარე-ოპერატორს, რომელიც უზრუნველყოფს ნაღდი ფორმით ვალუტის გაცვლის სერვისის მიწოდებას მომხმარებლებისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
** ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების განხორციელება
** ნაღდი ფულის მიღება, გაცემა და ზუსტი აღრიცხვა
** სალაროს ყოველდღიური წარმოება და ბალანსის შედარება ცვლის ბოლოს
** კლიენტების თავაზიანი და პროფესიონალური მომსახურება
** ვალუტის ნამდვილობის შემოწმება და უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა
** სალაროს დოკუმენტაციის წარმოება
სამუშაო საათები
** საღამოს მოლარე (18:00-22:00)
** ღამის მოლარე (18:00-9:00 - 6-საათიანი შესვენებით)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა
** კარგი მათემატიკური/ანალიტიკური აზროვნება
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანი მანერა კლიენტებთან ურთიერთობისას
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა
უპირატესობა მიენიჭება:
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნას (ტურისტებთან კომუნიკაციისთვის)
** ნაღდ ფულთან ან საბანკო/საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილებას
კომპანია გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას მზარდ კომპანიაში
** დინამიკურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს
განაცხადის წესი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე: fxhub@foresight.ge და სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიცია — "საღამოს მოლარე" ან "ღამის მოლარე".
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს
|