Робота для біженців з України
პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: ევროპანელ გრუპი
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
კომპანია "ევრო პანელ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

https://panels.ge/
https://www.facebook.com/europanels.ge

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, ქ. თბილისი, ს. ცინცაძის 12, აქსისის ბიზნეს ცენტრი.
ხელფასი: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის რაოდენობრივი ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
** პროექტების ბიუჯეტირება;
** სამუშაოების გეგმა-გრაფიკის მომზადება და რისკების იდენტიფიცირება;
** სამუშაო ძალის მენეჯმენტი;
** ობიექტზე მიმდინარე საფასადე სამუშაოების ტექნიკური დაგეგმარება;
** სამუშაოების გეგმა-გრაფიკის და ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა;
** ობიექტის მომარაგება და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი;
** მასალების რაოდენობის ხარჯვითი კონტროლი;
** მიღება-ჩაბარებების გაფორმება;
** ფორმა N2-ის შედგენა გაფორმება;
** ყოველკვირეული რეპორტინგი

სავალდებულო მოთხოვნები:

** გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ან პროექტის მენეჯერის ან/და საქმეთა მწარმოებლის მიმართულებით მინიმუმ 2 წელი;
** გარე ფასადებზე მუშაობის გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა (სასურველია)

პერსონალური უნარები:

** პასუხისმგებლობიანი;
** საქმის მიმართ პედანტური;
** გუნდის მართვის და გუნდში მუშაობის უნარი;
** მომთხოვნი;
** კეთილსინდისიერი;
** სტრესულს სიტუაციებში მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** სამედიცინო დაზღვევა;
** Fitpass;
** კორპორაციული ნომერი;
** თანამედროვე და მეგობრული სამუშაო გარემო

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) https://buildsmart.ge/job-apply/samsheneblo-proeqtebis-teqnikuri-menejeri/2/197fa4f2d05fb6c4e363a6f3c686d134 ან ელფოსტაზე hr@europanels.ge

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე