"კომფორტერი" არის უმაღლესი ხარისხის მქონე ავეჯის მაღაზიათა ქსელი, სადაც წარმოდგენილია 20-ზე მეტი ევროპული პარტნიორი კომპანიის მუდმივად განახლებადი 15 000-მდე სახეობის პროდუქცია. "კომფორტერი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და მეგობრულ გარემოს
** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას: 1300-2 500 ლარი (დამოკიდებულია გამოცდილებაზე)
** ყოველთვიურ და კვარტალურ ბონუსებს
** პროფესიულ ზრდას და განვითარების შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით
** შიდა კორპორაციულ ფასდაკლებებს და მრავალფეროვან წახალისების სისტემას
პოზიცია: გაყიდვების მენეჯერი
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული (11:00-20:00)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ალ.ყაზბეგის 12.
** გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე.
ძირითადი ფუნქციები:
** მომხმარებლის მიღება და მომსახურება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
** მომხმარებლის ინფორმირება პროდუქციის მახასიათებლების, ფასის, ბრენდის, მწარმოებელი ქვეყნის და სხვა დეტალების შესახებ;
** სალარო აპარატთან მუშაობა;
** სასაწყობე/შიდა პროგრამებთან მუშაობა.
მოთხოვნები:
** ვეძებთ ზრდაზე ორიენტირებულ, კომუნიკაბელურ, ორგანიზებულ და პასუხისმგებლობიან ადამიანებს;
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე info@comforter.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
|