Робота для біженців з України
ადმინისტრატორი - სტეფანწმინდა, ყაზბეგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: 1740 Hotel
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
"1740 BOUTIQUE HOTEL" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე

ლოკაცია: სტეფანწმინდა, ყაზბეგი

თუ მოგწონს სტუმრებთან ურთიერთობა, ხარ კომუნიკაბელური და პასუხისმგებლობიანი - ჩვენ გელით ჩვენს პატარა, მყუდრო სასტუმროში ყაზბეგში!

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის სულ მცირე B2 დონე;
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია მინიმალური გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** პოზიტიური დამოკიდებულება და გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა, განთავსება და გაცილება;
** სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს სერვისებისა და შეთავაზებების შესახებ;
** კომუნიკაცია სტუმრებთან - პირისპირ, ტელეფონით და ელ-ფოსტით;
** გაუთვალისწინებელ სიტუაციებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება;

რას გთავაზობთ ჩვენ:

** საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
** კვება;
** სასიამოვნო და მეგობრული სამუშაო გარემო;
** შესაძლებლობა განვითარდე ტურიზმის სფეროში.

ანაზღაურება: 1500 ლარი

თუ ფიქრობ, რომ ეს პოზიცია შენთვისაა - გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე მისამართზე: Info@1740.ge

ან დაგვიკავშირდი ტელეფონით: +995 591 62 62 22.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე