Робота для біженців з України
გაყიდვების აგენტი - პრისეილერი - სამცხე-ჯავახეთი - ავტონაწილების და საცხებ-საპოხი მასალების მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების აგენტი - პრისეილერი - სამცხე-ჯავახეთი
მომწოდებელი: სმოტორსი
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
კომპანია "სმოტორს" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე ავტონაწილების და საცხებ-საპოხი მასალების მიმართულებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.

ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს, რომელსაც შეუძლია კომპანიის გაყიდვების ქსელის განვითარება რეგიონულ დონეზე.

ძირითადი მოვალეობები:

** რეგიონში არსებული ავტო-სერვისების, სერვის ცენტრების, ხელოსნების და ავტონაწილების მაღაზიების აქტიური მონახულება (მარშრუტის მიხედვით).
** კომპანიის პროდუქციის (ბრენდული ავტონაწილები, ზეთები, საპოხი მასალები, ფილტრები, ანტიფრიზები) პრეზენტაცია და გაყიდვა.
** ახალი სავაჭრო ობიექტების მოძიება, კლიენტთა ბაზის მუდმივი გაფართოება და გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება.
** შეკვეთების მიღება, გაფორმება და მიწოდების პროცესის კოორდინაცია.
** ობიექტებზე არსებული ნაშთების კონტროლი, მოთხოვნადი ნაწილების/ზეთების იდენტიფიცირება და ასორტიმენტის სწორად შეთავაზება.
** კლიენტების დებიტორული დავალიანებების (ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების) მკაცრი კონტროლი.
** კონკურენტების ფასების, აქციებისა და ბაზრის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია გამოცდილება ავტონაწილების ან ზეთების გაყიდვებში).
** ავტონაწილების ჯგუფებისა და საცხებ-საპოხი მასალების სპეციფიკაციის საბაზისო ცოდნა.
** მართვის მოწმობა (B კატეგორია) და საკუთარი ავტომობილი (სასურველია).
** მოლაპარაკებების წარმოების, არგუმენტირებული მსჯელობისა და კლიენტის დარწმუნების უნარი.
** ეფექტური დროის მენეჯმენტი, დამოუკიდებლად მუშაობისა და რეგიონში ხშირი გადაადგილების მზაობა.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** სტაბილურ და მზარდ ანაზღაურებას: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გაყიდვებიდან (გეგმის შესრულების მიხედვით).
** საწვავით უზრუნველყოფა;
** კორპორატიულ მობილურ ნომერსა და სასაუბრო ლიმიტს.
** მეგობრულ სამუშაო გარემოს და კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას.

თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტაზე: cv@smotors.ge

სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: გაყიდვების აგენტი (პრისეილერი)
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე