Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: საადვოკატო ოფისი
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
საადვოკატო ოფისი აცხადებს ვაკანსიას საერთო სპეციალობის მქონე იურისტის პოზიციაზე, რომელსაც განსაკუთრებული გამოცდილება სამოქალაქო სამართლის მიმართულებით ექნება.

შესაძლებელია სამუშაოს დისტანციურად შესრულება.

ძირითადი მოვალეობები:

** სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა;
** წარმომადგენლობა სასამართლოში, სხვადასხვა დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
** შიდა იურიდიული კონსულტაციების წარმოება;
** სამართლებრივი საკითხებისა და დოკუმენტაციის ანალიზი, შესაბამისი რეაგირება;
** სხვადასხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება იურიდიული სამსახური მოთხოვნების შესაბამისად.
** ანალიტიკური სამართლებრივი დოკუმენტების, მათ შორის, ანგარიშის, კვლევის, საკანონმდებლო ინიციატივის შეფასების მომზადება;
** კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად განცხადების, სარჩელის, საჩივრის მომზადება და საქმის წარმოება ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოს წინაშე, მათ შორის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება;
** ისეთი ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებაში დახმარება, როგორიცაა სემინარის, ტრენინგის, პრეზენტაციის და სხვა ორგანიზაციული საქმიანობის განხორციელება;
** საჭიროების შემთხვევაში საადვოკატო ოფისის სხვა პროექტებში დახმარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით);
** სამოქალაქო სამართლის ზედმიწევნით კარგი ცოდნა და შესაბამის სფეროში ანალიტიკური მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამოქალაქო სამართლის სფეროში ადვოკატად მუშაობის გამოცდილება);
** იურიდიული პრაქტიკის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** ქართულად და ინგლისურად მაღალ დონეზე საუბრის, წერისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;

სახელფასო განაკვეთი - 4 500 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: loovir.hr@gmail.com და subject-ში მიუთითეთ იურისტი.

** CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
** ადვოკატის მოწმობის ასლი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე