ესთეტიკური მედიცინის ბაზარზე ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია "ფარმა სთორი" აცხადებს ვაკანსიას ქოფირაითერის პოზიციაზე, რომლის მიზანია კომპანიის სოციალური მედიისთვის მარკეტინგული ტექსტების შექმნა, კონტენტის დროული გამოქვეყნება და მომხმარებლებთან ონლაინ კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 სამუშაო დღე, 40 საათი
სამუშაო ლოკაცია: საბურთალო, გიორგი დანელიას N2
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** სოციალური მედიისთვის ქოფების/ტექსტების დამოუკიდებლად მომზადება სხვადასხვა ბრენდისთვის;
** პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მარტივ, გასაგებ და მარკეტინგულად მიმზიდველ ტექსტად გარდაქმნა;
** Content Calendar-ის მიხედვით გამზადებული კონტენტის დროული განთავსება Facebook, Instagram და LinkedIn პლატფორმებზე
** Facebook/Instagram გვერდებზე შემოსულ კომენტარებსა და პირად შეტყობინებებზე დროული პასუხი;
** პოსტების ტექსტების მომზადება და გამოქვეყნება;
** ივენთების ტექნიკური მხარდაჭერა: მოსაწვევების, სერტიფიკატების და სხვა საბეჭდი მასალების მომზადების კოორდინაცია;
** საჭიროების შემთხვევაში Canva-ში მარტივი ვიზუალების ადაპტაცია და ზომების ცვლილება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების, ჟურნალისტიკის, კომუნიკაციების, ფილოლოგიის ან მომიჯნავე მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
** სოციალური მედიის პლატფორმების (Facebook, Instagram, LinkedIn) ეფექტურად მართვის გამოცდილება;
** ძლიერი წერითი და სარედაქციო უნარები, სხვადასხვა ტიპის აუდიტორიისთვის მარკეტინგული ტექსტების შექმნის გამოცდილება;
** Canva-ს გამოყენების საშუალო დონეზე ცოდნა (ვიზუალების ადაპტაცია, ზომების ცვლილება).
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების საშუალებას;
** შესაძლებლობას იმუშაოთ თანამედროვე, მზარდ კომპანიაში;
** კონკურენტულ ანაზღაურებას და კომპანიაში დანერგილ ბენეფიტებს;
** მეგობრულ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდსა და სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე - anajavakhidze@pharmastore.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
წარმატებას გისურვებთ!
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ; საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
|