Робота для біженців з України
უფროსი იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი იურისტი
მომწოდებელი: გ. ზარნაძის იურიდიული კომპანია
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: უფროსი იურისტი.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალოს ტერიტორია (ბიზნეს ცენტრი).
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი. (დისტანციური ან შეთავსებით მუშაობა არ განიხილება)
შრომის ანაზღაურება: 3000 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია სრულად). გამოსაცდელი ვადის შემდეგ, 4000 ლარი ხელზე + ულიმიტო სასაუბრო დრო + ჯანმრთელობის დაზღვევა+ FITPASS ვაუჩერი.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის კლიენტებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა.
** წარმომადგენლობის განხორციელება ყველა ინსტანციის სასამართლოსა და არბიტრაჟში.
** სხვადასხვა სახის საპროცესო დოკუმენტების შედგენა/ანალიზი (სარჩელი, შუამდგომლობა და ა.შ)
** კომპანიების წარმომადგენლობა საჯარო რეესტრსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში.
** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება.
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია.
** ადმინისტრაციული საჩივრების დამზადება.
** სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოება.
** კომპანიის დირექტორის მიერ გაცემული სხვა პროფილური დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით (სავალდებულოა) სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება.
** საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით (სასურველია და ჩაითვლება უპირატესობად).
** ადვოკატად ან კორპორატიულ იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი (სავალდებულოა).
** ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა (სასურველია).
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა).
** მართვის მოწმობის ფლობა (სასურველია და ჩაითვლება უპირატესობად).

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: lawfirmofgiorgizarnadze@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე