Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ERC
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
შპს "ERC Distribution Georgia" საქართველოს ბაზარზე ფუნქციონირებს 2019 წლიდან და არის საერთაშორისო სადისტრიბუციო ჰოლდინგის, ERC-ის წევრი. მისი საქმიანობის სფეროა კომპიუტერული ტექნიკით და აქსესუარებით, საოჯახო ტექნიკით, საოფისე და საოჯახო საქონლით საბითუმო ვაჭრობა.

დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://erc-distribution.ge/

შპს "ERC Distribution Georgia" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ შემდეგ სამუშაო პირობებს:

** გრაფიკი: 09.00-18.00 ერთი საათი შესვენებით;
** დასვენების დღეები: შაბათი-კვირა და ოფიციალური დასვენების დღეები;
** ანაზღაურება: 1500 ლარი.

მის. ქ. თბილისი, გივი კვიჭიძის ქ.#13ა

ძირითადი მოვალეობები:

** დადგენილი სტანდარტების მიხედვით პროდუქციის მიღება და დასაწყობება;
** პროდუქციის აგროვება შეკვეთების მიხედვით;
** პროდუქციის საწყობიდან გაცემა შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე;
** საწყობის პერიოდულ აღწერებში მონაწილეობის მიღება;
** დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების წარმოება;
** სასაწყობე შენობის სათანადო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა;
** შიდა სამუშაოები (გადალაგება, პალეტების მოწესრიგება);
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე hr.sakartvelo@erc.international და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება -საწყობის თანამშრომელი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე