Робота для біженців з України
აქტივ-პასივების მართვის განყოფილების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აქტივ-პასივების მართვის განყოფილების მენეჯერი
მომწოდებელი: ბანკი ქართუ
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას აქტივ-პასივების მართვის განყოფილების მენეჯერის თანამდებობაზე.

დეპარტამენტი: ხაზინის დეპარტამენტი
განყოფილება: აქტივ-პასივების მართვის განყოფილება
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი

ფუნქციები და მოვალეობები:

** აქტივებისა და ვალდებულებების სტრუქტურის ოპტიმიზაციაში მონაწილეობა მომგებიანობის, სტაბილურობისა და ზრდის მხარდასაჭერად;
** ლიკვიდურობის დაგეგმვის, მონიტორინგისა და სტრესტესტირების ზედამხედველობაში მონაწილეობა ნორმალურ და სტრესულ სიტუაციებში;
** შიდა ლიკვიდურობის ლიმიტებისა და საზედამხედველო კოეფიციენტების დაცვის უზრუნველყოფაში მონაწილეობა;
** დაფინანსების სტრატეგიის მხარდაჭერა, მათ შორის დეპოზიტებისა და სესხების ფასწარმოქმნაში მონაწილეობა;
** ბალანსის სტრუქტურასა და მოგებაზე ბაზრის განვითარების გავლენის შეფასებაში მონაწილეობა;
** აქტივ-პასივების მართვის კომიტეტისთვის მასალების, ანალიზის, ანგარიშგებისა და რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობა;
** აქტივ-პასივების მართვის კომიტეტის გადაწყვეტილებების დროული შესრულების მონიტორინგში მონაწილეობა;
** ბალანსის პროგნოზების, ლიკვიდურობის პროგნოზებისა და სცენარების ანალიზის პროცესში მონაწილეობა;
** ბიუჯეტირებაში ICAPP/ILAAP პროცესებსა და სტრატეგიულ დაგეგმვაში მონაწილეობა;
** ბანკის შიდა ანგარიშგების წარმოება/შემუშავებაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბანკში ან და სხვა საფინანსო ორგანიზაციაში.

განათლება:

სავალდებულო:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესის მართვის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა.

სასურველი:

** VBA, Power BI-ს ცოდნა;
** CFA/FRM პროგრამების კანდიდატი.

უნარები:

სავალდებულო:

** ანალიტიკური აზროვნება;
** მუშაობა არსებული პროცედურებისა და პრაქტიკის შესაბამისად.

სასურველი: ფინანსური მათემატიკის, ეკონომიკისა და სტატისტიკის ცოდნა.

თვისებები:

სავალდებულო:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტური მართვა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

სასურველი: გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ ინფორმაცია: https://cartubank.selfrecruit.ge/s/ExjF
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე