Робота для біженців з України
ფილიალის მენეჯერი - ვაკე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: ატელიე აუთლეტი
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
"ATELIER OUTLET"/"ატელიე აუთლეტი" - მულტიბრენდული სივრცეა, რომელიც 2018 წლიდან საქართველოს ბაზარზე მსოფლიოს წამყვან მოდის ბრენდებს წარმოადგენს.

კომპანიის მთავარი იდეაა, მომხმარებელს ერთ სივრცეში შესთავაზოს ხარისხიანი და თანამედროვე ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები განსაკუთრებული აუთლეტ-ფასებით. ATELIER OUTLET-ის ასორტიმენტი აერთიანებს 250-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს და მოიცავს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის მრავალფეროვან კოლექციებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ვაკის ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია: ვაკე, ჭავჭავაძის 74გ
გრაფიკი: 10:00-19:00/13:00-22:00 (დასვენება 2 დღე)
ანაზღაურება: NET 2000 ლარი (ბონუსით 3000 ლარი)

აუცილებელი მოთხოვნა:

** უცხო ენა სასაუბრო დონეზე;
** Fashion retail მიმართულებით გამოცდილება;
** დისციპლინა და პასუხისმგებლობა;
** ლიდერის უნარ-ჩვევები.

მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება და შეკვეთის მომზადება;
** მომხმარებლის სერვისის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** ფილიალის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** დარბაზში წესრიგის მუდმივი მონიტორინგი;
** ახალი თანამშრომლების ტრენინგი და მონიტორინგი;
** პროდუქციის მოვლა/მოწესრიგება;
** სალაროს გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ტანსაცმლის სფეროს და გახდეთ წამყვანი აუთლეტ მაღაზიის თანამშრომელი, გაგვიზიარეთ CV - vacancy@atelieroutlet.ge, Subject - მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

მადლობა!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე