"პარადისი ჯგუფი" 15 წელზე მეტია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ოფიციალურ ბრენდებს: Newbalance / EA7 Emporio Armani ასევე მულტიბრენდულ მაღაზიას City Sport - რომელიც აერთიანებს ისეთ წამყვან ბრენდებს, როგორიცაა EA7 Emporio Armani, Colmar, Peak Sport და Icepeak.
კომპანია წარმოდგენილია 5 მაღაზიით თბილისში, ასევე, ონლაინ მაღაზიით - https://WWW.PARADISI.GE
"პარადისი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სასაწყობე მარაგების ტრანსპორტირებასა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირის პოზიციაზე.
ფუნქციები და მოვალეობები:
** კვირის ჭრილში სასაწყობე მარაგების ტრანსპორტირება/გადაადგილება - დაუზიანებლად გადატანის უზრუნველყოფა. შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** სატრანსპორტო საშუალების წესრიგზე ზრუნვა;
** სატრანსპორტო საშუალების მართვა დადგენილი მარშრუტის მიხედვით;
** სატრანსპორტო საშუალების მოვლა/პატრონობა, მათ შორის ჰიგიენური წესების დაცვა;
** კომპანიის სასაწყობე მარაგების სრული კონტროლისა და უსაფრთხო შენახვის უზრუნველყოფა;
** საწყობის ნაშთების კონტროლი, მათ შორის შესაბამისი რეპორტის წარმოება და წარმოდგენა საჭიროების შემთხვევაში;
** საწყობის ნაშთების კონტროლი და შესაძლო დეფიციტების დროული იდენტიფიცირება;
** პასუხისმგებელია საწყობში არსებული მარაგების უსაფრთხო შენახვაზე, წესრიგზე, სისუფთავესა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** მართვის მოწმობა (B კატეგორია - აუცილებელია)
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
** კონკურენტული ანაზღაურება;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** პოზიციაზე გამოყოფილი ავტომობილი სრული დაზღვევით და საწვავის ანაზღაურება;
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: info@paradisi.ge. სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "სასაწყობე მარაგების ტრანსპორტირებასა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირი " / დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით აცხადებთ თანხმობას კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
|