ევროპული საცხობების ქსელი "აუგუსტი"ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს.
თბილისში წარმოდგენილია 9 ფილიალით და ერთი ცენტრალიზებული საწარმოთი, სადაც მზადდება პურ-ფუნთუშეული, საკონდიტრო ნაწარმი, სალათები, სენდვიჩები და სხვა პროდუქტები.
საწყობის მენეჯერის ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის მიღების, აღრიცხვისა და დასაწყობების კონტროლი;
** მარაგებისა და ნაშთების მუდმივი კონტროლი და შევსება;
** პროდუქციის სწორად განთავსებისა და შენახვის პირობების კონტროლი;
** საწყობიდან გაცემული/დაბრუნებული მასალების აღრიცხვა;
** შეკვეთების მიხედვით ნედლეულის დროული მომარაგების ორგანიზება;
** ყოველდღიური ნაშთების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
** შრომის უსაფრთხოების, ჰიგიენისა და წესრიგის სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება
** ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ლიდერობა და სწორი კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ჩვენ გთავაზობთ:
** 5 დღიან სამუშაო კვირას, შაბათ-კვირას დასვენება
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს წარმოების გუნდთან ერთად
** კვებაზე -30% ფასდაკლებას
** სამოტივაციო წახალისებებს
სამუშაო გრაფიკი: სრული (07:00-16:00) შაბათ-კვირა დასვენება
ლოკაცია: თბილისი, ბეჟანიშვილი ქ.4
ანაზღაურება: 1500 ლარი
კომპანია უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს და კანდიდატებს აფასებს მხოლოდ პროფესიული კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და კომპეტენციის მიხედვით.
ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია დაუშვებელია.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: jobs@august.ge ან დარეკოთ ნომერზე: 500 904231.
|