Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: კოსმო
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 აგვისტო
"Cosmo" 2015 წლიდან ქმნის ტყავის ხელნაკეთ ჩანთებსა და აქსესუარებს, რომლებიც თანამედროვე დიზაინს, თემატურობას, ოსტატურ ხელსაქმესა და პერსონალიზაციას აერთიანებს.

დღეს კოსმოს აქვს 11 ფილიალი, 100-ზე მეტი თანამშრომელი და მზარდი გუნდი, საკუთარი საწარმო და უნიკალური "ღია სახელოსნოს" კონცეფცია. "ღია სახელოსნო" — ეს არის შემოქმედების, ხელოვნების, ინოვაციისა და ადამიანებზე ზრუნვის გარშემო შექმნილი სივრცე. აქ შოურუმი და სახელოსნოს ცოცხალი რიტმი ერთიან ატმოსფეროს ქმნის — თვალს ადევნებ მთელ იმ გზას, რომელსაც მასალა საბოლოო სახის მიღებამდე გადის.

ჩვენ გვჯერა, რომ ქართულ ბრენდებს ვაშენებთ თითოეული გუნდის წევრი. სწორედ ამიტომ, ვეძებთ პოზიტიურ, მონდომებულ ადამიანებს მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე სამუშაოდ, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი საკვანძო პოზიცია ბრენდსა და მომხმარებელს შორის სწორი და ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად.

სასურველია იყოს სტუდენტი:

სამუშაო ადგილი — თბილისი
სამუშაო გრაფიკი — სტუდენტებზე მორგებული

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა, კოსმოს სტანდარტების შესაბამისად, გუნდის წევრებთან ერთად. მის განვითარებაზე ზრუნვა;
** დადგენილი KPI-ების შესრულება გუნდთან ერთად, ყველა მათგანის შესრულებაზე მუშაობა;
** პროდუქციის მუდმივად მოწესრიგებულად განთავსება გუნდის წევრებთან ერთად;
** მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება აქტიური კომუნიკაციის გზით და განვითარებაზე ზრუნვა.

პიროვნული თვისებები:

** ენერგიული;
** მიზანდასახული;
** კრეატიული;
** გაწონასწორებული;
** პოზიტიური აზროვნების უნარი;
** ტექნიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინფორმაციის ოპერატიულად მოძიების უნარი;
** შემოქმედებითობა და ინიციატივის გამოვლენის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
** მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
** იდეების მხარდაჭერას.

გამოგვიგზავნე მეილზე: cosmo.jobvacancy@gmail.com

სათაურის ველში მიუთითეთ: "თბილისი, მოლარე-კონსულტანტი"

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 30.08.2026
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე