შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონული ფილიალის მარტვილის სერვის ცენტრის გამწმენდი ნაგებობის უფროსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. მარტვილი, ზ. გამსახურდიას ქ. №114
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 3500 ლარი (GROSS)
ფუნქცია-მოვალეობები:
** გამწმენდი ნაგებობის ეფექტური მართვა;
** ტექნოლოგიურ პროცესებზე ზედამხედველობა;
** წყალანირების ხარისხის უზრუნველყოფა;
** გონივრული ტექნიკურ/ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების შემუშავება;
** შემომავალი წყლის მახასიათებლების, გაწმენდილი წყლის მახასიათებლების, მექანიკური გაწმენდის პროცესების, ბიოლოგიური გაწმენდის პროცესების, ლამის დეჰიდრატაციის ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** პრობლემების განსაზღვრა და მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი სწრაფი რეაგირება;
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვაზე კონტროლი;
** გარემოს დაცვითი მოთხოვნების უზრუნველყოფა და კონტროლი;
** ნარჩენების მართვის აღრიცხვის წარმოება და კონტროლი;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: სავალდებულო ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; მიმართულება - ტექნიკური.
** სამუშაო გამოცდილება: სასურველია მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა.
შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ქმნის თანასწორ და ღირსეულ სამუშაო გარემოს, სადაც განსხვავებული პერსპექტივები დაფასებულია და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აკრძალულია კანონის შესაბამისად.
კომპანია ხელს უწყობს მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და გენდერული ბალანსის მიღწევას. კომპანია მიესალმება გამოცხადებულ ვაკანსიებზე, მათ შორის ტექნიკურ პოზიციებზე, ქალი კანდიდატების მიერ განაცხადის შემოტანას და უზრუნველყოფს თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.
დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 16 აგვისტოს ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: konkursi@water.gov.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების აღნიშნული საფუძვლით დამუშავებაზე.
|