Робота для біженців з України
საწყობისა და ქონების მართვის სპეციალისტი - გარდაბანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობისა და ქონების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: გარდაბნის თბოსადგური 2
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 აგვისტო
ენერგეტიკული კომპანია შპს "გარდაბნის თბოსადგური 2" აცხადებს ვაკანსიას საწყობისა და ქონების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

პირობები:

სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 10:00-17:00 სთ, შესვენება 1 საათი;
სამუშაო ადგილი: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. 2ბ
ტრანსპორტირება: უზრუნველყოფს კომპანია ქ. თბილისის და რუსთავის სხვადასხვა ლოკაციიდან.

ბენეფიტები:

** უსაფრთხო და კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა;
** კორპორატიული მობილური ტელეფონის ნომერი;
** პროფესიული ტრენინგების დაფინანსება.

ძირითადი მოვალეობები:

** სასაქონლო-მატერიალური მარაგების მიღება/ინსპექტირების პროცესში მონაწილეობა;
** სამეურნეო-სარემონტო მასალების გაცემა შესაბამის პასუხისმგებელ პირებზე;
** სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
** ძირითადი საშუალებების მიბარება შესაბამის პირებზე;
** საწყობის და ქონების მართვის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი;
** საბუღალტრო ან საწყობის მართვის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Excel, Word) ცოდნა.

გამოცდილება:

** მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება საწყობისა და ქონების მართვის მიმართულებით.

აუცილებელი უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე, გუნდური მუშაობის უნარი;
** დისციპლინირებულობა;
** ორგანიზებულობა.

მოცემულ ვაკანსიაზე განაცხადის წარმოდგენის მიზნით, გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@tpp.ge არაუგვიანეს 2026 წლის 30 აგვისტოსა.

გთხოვთ Subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

შენიშვნა:

კანდიდატის მიერ განაცხადის ფარგლებში წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "გარდაბნის თბოსადგური 2"-ის მიერ (ს/კ: 426529759) (მათ შორის, უფლებამოსილი პირების მეშვეობით), მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. კანდიდატი განაცხადის წარმოდგენით ეთანხმება ზემოაღნიშნულს. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@tpp.ge

** დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას.
** გთხოვთ არ შემოიტანოთ აპლიკაცია, თუ თქვენი განათლება და კვალიფიკაცია არ შეესაბამება ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე