Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: T&R Distribution
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
"თიენდარი" საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. თიენდარი საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდს BAT (British American Tobacco).

20 წლიანი ისტორია, საქართველოს მასშტაბით 200-მდე თანამშრომელი, ერთგული პარტნიორები და მრავალფეროვანი ბრენდები FMCG (Non-Food) კატეგორიაში.

ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს სტაბილურობასა და ხარისხს, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს www.trd.ge ან მოგვწერეთ მეილზე info@trd.ge

T&R DISTRIBUTION (British American Tobacco (BAT)-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში) აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში მოსული ტვირთის მიღება-დასაწყობება;
** უკან დაბრუნებული პროდუქციის მითვლა-დასაწყობება;
** დისტრიბუციისთვის შეკვეთების მომზადება.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 08:30 სთ - 16:30 სთ; შესვენების დრო - 13:00-14:00
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლილო, რ. აბრამიშვილის ქ., N2
** ანაზღაურება ფიქსირებული - 1 600 ლარი

პიროვნული თვისებები:

** დისციპლინირებულობა, პუნქტუალობა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ან საკონტაქტო ინფორმაცია, მისამართზე: hr@trd.ge გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

CV/რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.
"თიენდარი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე