Робота для біженців з України
ადგილობრივი ლოჯისტიკის და შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადგილობრივი ლოჯისტიკის და შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ვესტა
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
სარეკლამო საწარმო "ვესტა" აცხადებს ვაკანსიას ადგილობრივი ლოჯისტიკის და შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
შესვენება დღის განმავლობაში 1 საათი
კვება - კომპანიის ხარჯზე
ჯანმრთელობის დაზღვევა

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** ენები: ქართული სრულყოფილად, რუსული ენის ცოდნას მიენიჭება უპირატესობა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS. Office) - სავალდებულოა;

უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარ-ჩვევები;
** გამართულად მეტყველების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** შეკვეთის მიწოდების ოპერატიულობისა და ზედმიწევნით შესრულების კონტროლი;
** თითოეულ შეკვეთასთან მიმართებაში სრული ლოჯისტიკური პროცესების დაგეგმვა და მისი საბოლოოდ შესრულების კონტროლი კომპანიაში არსებული პროტოკოლის შესაბამისად;
** ახალი პარტნიორების მოძიება და ხანგრძლივი, ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის ჩამოყალიბება;
** დაქვემდებარებული პერსონალის შესრულებული სამუშაოს ხარისხის მონიტორინგი;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი და გადარიცხვის მოთხოვნების წარმოება, კონტროლი, ანალიზი;

ანაზღაურება კვალიფიკაციიდან გამომდინარე შეთანხმებით

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: digital@vesta.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე