Робота для біженців з України
რეზერვი დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეზერვი დისტრიბუტორი
მომწოდებელი: T&R Distribution
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
"თიენდარი" საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. თიენდარი საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდს BAT (British American Tobacco).

20 წლიანი ისტორია, საქართველოს მასშტაბით 200-მდე თანამშრომელი, ერთგული პარტნიორები და მრავალფეროვანი ბრენდები FMCG (Non-Food) კატეგორიაში.

ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს სტაბილურობასა და ხარისხს, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს www.trd.ge ან მოგვწერეთ მეილზე info@trd.ge

T&R DISTRIBUTION (British American Tobacco (BAT)-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში) აცხადებს ვაკანსიას რეზერვი დისტრიბუტორის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** მუდმივად აკონტროლოს ქსელში არსებული პროდუქციის მარაგები და ვადები;
** აკონტროლოს და უზრუნველყოს ქსელში სრული ასორტიმენტის არსებობა;
** სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს მიაწოდოს სარეალიზაციო ფასების შესახებ ინფორმაცია და აკონტროლოს მათი შესრულება;
** მიიღოს პროდუქცია საწყობ (ებ)იდან და ჩააბაროს პროდუქცია საწყობ (ებ)ს;
** საჭიროების დროს შეცვალოს დისტრიბუტორი/დისტრიბუტორის დამხმარე;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება;
** მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარი და გამოცდილება
** B კატეგორიის  მართვის მოწმობა (მექანიკა)

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 08:30 სთ - 16 სთ;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რ. აბრამიშვილის ქ. 2
** ანაზღაურება (ფიქსირებული) 1450 ლარი + ბონუსი
** პროდუქტი: სიგარეტი, ელ. სიგარეტი

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელური, სტაბილური, დეტალებზე ორიენტირებული, პუნქტუალური.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, მისამართზე: hr@trd.ge გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

CV/რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე