Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ალკოთაიმი
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
კომპანია "ალკოთაიმი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

თუ ხართ ენერგიული, კომუნიკაბელური და გსურთ იმუშაოთ მეგობრულ გარემოში, გეპატიჟებით ჩვენს გუნდში!

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის ეფექტური, თავაზიანი და სწრაფი მომსახურების გაწევა;
** პროდუქციის ასორტიმენტში კარგად გარკვევა და მომხმარებლისთვის რჩევების მიცემა;
** პროდუქციის თაროებზე განთავსება, განახლება და ვიზუალური სტანდარტების დაცვა;
** ფასმაჩვენებლების სიზუსტის კონტროლი;
** სალარო ოპერაციების წარმოება (საჭიროების შემთხვევაში);
** მაღაზიაში წესრიგისა და სისუფთავის შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მომსახურების ან გაყიდვების სფეროში (ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** პუნქტუალურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა და სტრესულ სიტუაციებში ორიენტაციის უნარი.

რას გთავაზობთ:

** სამუშაო გრაფიკი: ცვლაში (შეორგანიზებული / მოქნილი გრაფიკი);
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან;
** მეგობრული და დინამიური სამუშაო გარემო;
** პროფესიული ზრდისა და დაწინაურების შესაძლებლობა.

მისამართი: ფოთი, აღმაშენებლის 30

განაცხადის მიღების წესი:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: alcotimeinfo@gmail.com. სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ: "კონსულტანტი" ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 500-223-222
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე