Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: Heritage Hotel and Suites
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
სასტუმრო "Heritage Hotel & Suites" მდებარეობს თბილისის ტურისტულ ცენტში სანკტ-პეტერბურგის ქუჩაზე (მარჯანიშვილის მეტროსთან), იგი აერთიანებს 33 მაღალი კლასის ოთახებსადა ლუქსებს.

ჩვენი მეგობრული და კვალიფიციური გუნდისთვის ვეძებთ ახალ წევრს საუზმის მიმტანის პოზიციაზე.

საჭირო ცოდნა, თვისებები და უნარები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაბელური და პოზიტიური.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების მომსახურება საუზმეზე;
** შვედური მაგიდის გაწყობა-ალაგება,
** სტუმრების მაგიდების გაშლა-ალაგება;
** მინიბარის შევსება;

თქვენ მიიღებთ:

** მეგობრულ და პროფესიონალურ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და კვებას.
** გრაფიკი: მოძრავი, კვირაში 4 სამუშაო დღე. სამუშაო საათები 07:30-14:00
** ანაზღაურება 800 ლარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: hr@hotelheritage.ge ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე