საკურიერო და ლოგისტიკური კომპანია "იზივეი" აცხადებს ვაკანსიას დისპეტჩერის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 1200 ლარი თვეში;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-დან 18:00 საათამდე, შაბათი და კვირა დასვენება;
მდებარეობა: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზ. 64
ძირითადი მოვალეობები:
** სხვადასხვა სახის გზავნილის აღრიცხვა/განაწილება არსებული წესის შესაბამისად;
** ამანათების ადრესატებისგან აღების და დასაწყობების პროცესის მონიტორინგი;
** საკურერო სამსახურისთვის ადრესატების მისამართების მიწოდების პროგრამული უზრუნველყოფა;
** ყოველთვიური რეპორტინგი;
** ამანათების დასტიკერების/დანათების პროცესის მონიტორინგი;
** გზავნილის კოდების/სტატუსების მიხედვით კომენტარების თვალყურის დევნება და მყისიერი რეაგირება პრობლემის დაფიქსირების შემთხვევაში;
** მუდმივი კომუნიკაცია საოპერაციო განყოფილებასთან;
** მუდმივი კომუნიკაცია კურიერებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** თბილისის ქუჩების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
უნარ-ჩვევები:
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** გამართულად მეტყველების უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის სამ ეტაპს:
** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე;
** გასაუბრება;
** მოსამზადებელი ეტაპი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@easyway.ge, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "დისპეტჩერი".
|