საერთაშორისო აუდიტორული კომპანია "PKF Georgia" აცხადებს ვაკანსიას აუდიტორის ასისტენტის პოზიციაზე.
დამატებითი ინფორმაცია:
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
** სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე
** სამუშაო საათები: 10:00-18:30
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, იაკობ ნიკოლაძის #3
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება აუდიტის, ფინანსების, ეკონომიკის ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით (ასევე განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები);
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე - წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** MS Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა, განსაკუთრებით Microsoft Excel-ის;
** ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის ან აუდიტის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ძირითადი საბაზისო ცოდნა;
** ACCA-ს პროფესიული კვალიფიკაციის მიმართულებით სწავლება ან შესაბამისი გამოცდების ჩაბარება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** პროფესიული განვითარების მოტივაცია;
** პროაქტიულობა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
აუდიტის ჩატარებისას აუდიტორის მიერ ჩასატარებელ პროცედურებში მონაწილეობა. კერძოდ:
** აუდიტის პროექტების ფარგლებში დაგეგმილი აუდიტორული პროცედურების შესრულება;
** კლიენტი კომპანიის საქმიანობის, ძირითადი ბიზნეს პროცესებისა და შიდა კონტროლის სისტემის შესწავლასა და ტესტირებაში მონაწილეობა;
** ფინანსური ანგარიშგების ცალკეული მუხლების აუდიტში მონაწილეობა და შესაბამისი აუდიტორული პროცედურების შესრულება;
** აუდიტორული მტკიცებულებების მოპოვება და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემოწმება;
** წინა პერიოდის აუდიტის შედეგებისა და სამუშაო დოკუმენტაციის მიმოხილვა;
** ინვენტარიზაციის პროცესზე დაკვირვება და შერჩევითი გადათვლების განხორციელება;
** აუდიტის სამუშაო დოკუმენტაციის მომზადება და სისტემატიზაცია;
** აუდიტის პროცესში გამოვლენილი საკითხების განხილვა აუდიტის გუნდის წევრებთან;
** აუდიტის პროექტებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
რას გთავაზობთ:
** პროფესიულ, მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** გამოცდილი აუდიტორებისგან პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და მენტორობის შესაძლებლობას;
** სხვადასხვა სფეროში მოქმედ კომპანიებთან და მრავალფეროვან აუდიტორულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
** კარიერული წინსვლის გამჭვირვალე და მკაფიო სისტემას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** კომპანიის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და პროფესიულ სწავლებებს;
** პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და შესაბამისი სწავლების დაფინანსებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე: pkf@pkfgeorgia.com და სათაურის ველში მიუთითეთ "აუდიტორის თანაშემწე".
პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება შპს ფი ქეი ეფ ჯორჯია (ს/კ: 205198212) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა;
|