აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited"-ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია "Moore Abc", რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება, აცხადებს ვაკანსიას შემფასებლის ასისტენტის პოზიციაზე შეფასებისა და კორპორაციული ფინანსების დეპარტამენტში (www.moore-georgia.ge)
აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited" - წარმოდგენილია 116 ქვეყანაში 600-მდე ოფისით და 37, 000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 5.1 მილიარდ აშშ დოლარს (www.moore-global.com).
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpas;
** მზარდი ანაზღაურება;
** უწყვეტი პროფესიონალური ტრენინგები;
** ჰიბრიდული სამუშაო განაკვეთი;
** პიროვნული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** მეგობრული სამუშაო გარემო, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის წახალისებული;
** ახლო სამუშაო კონტაქტი კლიენტებთან და საერთაშორისო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა კარიერის ადრეული პერიოდიდან;
** მხარდაჭერა, მიიღოთ საერთაშორისოდ აღიარებული ACCA ან სხვა მსგავსი კვალიფიკაცია;
** ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე საინტერესო ინიციატივებში მონაწილეობას.
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე სამუშაო გეგმის შედგენა და შესაბამისი დროის განსაზღვრა შეფასების ობიექტის მახასიათებლების გათვალისწინებით;
** ერთდროულად რამდენიმე პროექტის მართვა განსაზღვრული ვადების მიხედვით;
** შეფასების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით ქონების შეფასება კომპეტენციების ფარგლებში;
** სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე მივლინებებში გამგზავრება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოწოდებული ინსტრუქციებისა და მოთხოვნების მაღალი პროფესიონალიზმით შესრულება და შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია შეფასების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (MS Office);
** ქონების დამოუკიდებლად შეფასების კომპეტენცია ნებისმიერი საშემფასებლო მეთოდის გამოყენებით.
პიროვნული თვისებები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@moore.ge და მიუთითოთ პოზიცია - "შემფასებლის ასისტენტი".
|