კომპანია "ბეკო" საქართველოს ბაზარზე წლებია ფუნქციონირებს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 98 სავაჭრო წერტილს აერთიანებს.
კომპანიას გამოარჩევს: კადრების პროფესიონალიზმი, მომსახურების მაღალი დონე, ინოვაციური ტექნიკა, პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და სტრატეგია — ცვლილება უკეთესობისკენ!
კომპანია ბეკო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბუღალტერი
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ფარსადანის 5;
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: 40 საათი კვირაში.
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ფინანსების მიმართულებით;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების, მათ შორის ექსელის, მაღალ დონეზე ცოდნა;
** 1C ERP პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება; (სავალდებულოა)
ძირითადი მოვალეობები:
** საბანკო ოპერაციების პროგრამულად წარმოება და კონტროლი;
** სალაროს გასავლისა და შემოსავლის ორდერების შემოწმება, პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** რეალიზების გავლა, შემოწმება და შესაბამის დოკუმენტაციასთან შედარება;
** სასაქონლო ზედნადების გამოწერა, დაკორექტირება;
** RS.ge-ზე მუშაობა;
** რეპორტების მომზადება და მთავარი ბუღალტერისთვის გადაგზავნა წინასწარ განსაზღვრულ ვადებში;
დამატებითი უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე;
შერჩეული კანდიდატები გაივლიან ინდივიდუალურ გასაუბრებას.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია (სააპლიკაციო ფორმა/CV), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველ პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნეს განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაციის (სააპლიკაციო ფორმა/CV) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლის ვადით.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მისი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: HR@technoshop.ge.
ინფორმაციის (სააპლიკაციო ფორმა/CV) გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულზე.
|