Робота для біженців з України
ღამის სმენის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის სმენის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Format Fit
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო / ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
შპს "Format Fit" აცხადებს ვაკანსიას ღამის სმენის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

"Format Fit" — პრემიუმ ფიტნეს სივრცე — ეძებს პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ თანამშრომელს ღამის სმენის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ფიტნეს სივრცის უსაფრთხოების კონტროლი ღამის საათებში;
** მომხმარებელთა შესვლა/გამოსვლის მონიტორინგი;
** სალაროს ოპერაციების წარმოება და პროგრამაში ასახვა;
** ბარის მარტივი ოპერაციების შესრულება;
** დარბაზის წესრიგისა და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** სმენის დასრულებისას შესაბამისი ანგარიშგების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში სწრაფი და ადეკვატური რეაგირების უნარი;
** კომუნიკაციის კარგი უნარები;
** სალაროსთან და საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ყოველი მესამე ღამის ცვლა (22:00-09:00);
** ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე ასაღები);
** სამუშაო ადგილი: დიღომი, ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია, "მწვანე ალმასის" კომპლექსი.

შეთავაზება:

** უფასო სავარჯიშო აბონემენტი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორაციული ფასდაკლებები.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: info@formatfit.ge

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია — "ღამის სმენის ადმინისტრატორი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე