|
დასახელება:
აღმზრდელი, მასწავლებლის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
საბავშვო ბაღი ოქროყანა
|
|
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
|
საბავშვო ბაღი "ოქროყანა" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: აღმზრდელი / აღმზრდელი ასისტენტის პოზიცია.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვებგვერდი: https://www.facebook.com/oqrokana/?ref=page_internal
ელექტრონულ მისამართი: kgoldenville@gmail.com
ჩვენ თქვენ გთავაზობთ:
** მზარდი ხელფასი
** თანამშრომლების პროფესიული განვითარება (ტრენინგები/კურსები)
** სამჯერადი კვება
ბავშვების და პედაგოგების რაოდენობა ჯგუფში:
** 2/3 წლის ასაკის ჯგუფში მაქსიმუმ 8 ბავშვი და 2 პედაგოგი.
** 3/4, 4/5 და 5/6 წლის ასაკის ჯგუფებში მაქსიმუმ 10 ბავშვი და 2 პედაგოგი.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე
10:00-დან 19:00 საათამდე
ინფორმაცია ბაღის შესახებ:
საბავშვო ბაღი ოქროყანა დაარსდა 2019 წელს და გათვლილია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის 40 ბავშვზე. თითო ჯგუფში 8 აღსაზრდელია და ორი აღმზრდელი. ჩვენ ბაღს გააჩნია გამწვანებული დაცული ეზო, თანამედროვე ინტერიერი, ეკოლოგიურად სუფთა საბავშვო ინვენტარი და ასევე აღჭურვილია სამეთვალყურეო კამერებით.
აღმზრდელის პოზიცია
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სასწავლო პროგრამებზე დაყრდნობით შეიმუშაოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამუშაო გეგმა;
** თვითგამოხატვის, კრეატიულობის ან/და მოტორული უნარების განსავითარებლად რელევანტური აქტივობების ჩატარება;
** ბავშვის დამოუკიდებელი უნარების წახალისებაზე ზრუნვა;
** სასწავლო სააღმზრდელო პროცესის თანამედროვე მეთოდებით დაგეგმვა და შემდგომი იმპლემენტაცია.
** საბავშვო აქტივობებისა და სახალისო ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელება
** სასწავლო სააღმზრდელო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა სამუშაოების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სასურველია პედაგოგიკის ან ფსიქოლოგიის მიმართულებით
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართულად მეტყველების უნარი.
საჭირო თვისებები და უნარები:
** ბავშვთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა,
** ემოციური წონასწორობა,
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება,
მასწავლებლის ასისტენტის პოზიცია.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სასწავლო სააღმზრდელო პროცესის წარმართვა
** სასწავლო სააღმზრდელო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა სამუშაოების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სასურველია პედაგოგიკის ან ფსიქოლოგიის მიმართულებით
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართულად მეტყველების უნარი.
საჭირო თვისებები და უნარი:
** ბავშვთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა,
** ემოციური წონასწორობა,
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება,
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: kgoldenville@gmail.com. სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|